თანამშრომლობისა და გუნდური პასუხისმგებლობის ინტერესთა გაერთიანების, გამოცდილების გაზიარებისა და სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის მიზნით იქმნება მასწავლებელთა გაერთიანებები, ე.წ. კათედრები.
კათედრების ფუნქციებია:
ა) საგნობრივი ჯგუფის საგნების სწავლების კოორდინირება;
ბ) კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება;
გ) საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსათვის წარდგენა;
დ) სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა;
ე) ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის;
ვ) რეკომენდაციების შემუშავება სწავლა–სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით;
ზ) შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ანალიზი.
სკოლაში ფუნქციონირებს ოთხი კათედრა :
1.ჰუმანიტარულ-საზოგადოებრივი მეცნიერებების (ქართული ენა და ლიტერატურა, ჩვენი საქართველო, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება);
თვმჯდომარე- ირმა გიორხელიძე
მდივანი- დარინა აბულაძე
2. უცხო ენის (ინგლისური ენა და რუსული ენა);
თავმჯდომარე-შორენა გვილავა
მდივანი- ლელა ჯინჭარაძე
3. საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერებების (მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, ისტ).
თავმჯდომარე- მაკა ცომაია
მდივანი-დარიკო შენგელია
4. სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, ცეკვა და სპორტი).
თავმჯდომარე- მაგული ბაუჟაძე
მდივანი- მარიამ კალანდარიშვილი