სკოლის შინაგანაწესი

შპს ,,მეგასკოლის”
შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი
ბათუმი
2016

თავი I.ზოგადი დებულებები
მუხლი 1. სკოლის სამართლებრივი სტატუსი

1.შპს „მეგასკოლა“ (შემდგომში - სკოლა) რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, საიდენტიფიკაციო ნომერი445484146, არისკერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას დაწყებით (I-VIკლ.) საფეხურზე;

2. სკოლის შინაგანაწესი ადგენს სკოლის სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზაციის ფორმებს, კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს, აგრეთვე სკოლასა და მოსწავლეთა მშობლებს (ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს) შორის ურთიერთობათა პირობებს.
მუხლი 2 . მიზნები და ამოცანები
შინაგანაწესის შექმნის მიზანია, ხელი შეუწყოს სკოლის მიერ დაკისრებული ვალდებულებებისა და მიზნების განხორციელებას, შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინის განმტკიცებას, შრომის სწორ ორგანიზაციას, სამუშაო დროის რაციონალურ გამოყენებას, შესასრულებელ სამუშაოთა ხარისხის ამაღლებას, სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისა და დისციპლინის განმტკიცებისათვის მოსწავლეთა ქცევის წესების მოწესრიგებასა და კონტროლს; შინაგანაწესის შესრულება სავალდებულოა სკოლის თითოეული მუშაკისა და მოსწავლისათვის.
მუხლი 3.ნებადართული საქმიანობა
1. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სასწავლო პროცესის წარმართვა დაწყებით საფეხურზე (I-VI) კლასები;
2. სასკოლო და კლასგარეშე ღონისძიებების გამართვა.
2.სასკოლო დრო
1.მოსწავლეთა სკოლაში გამოცხადება სავალდებულოა პირველი გაკვეთილის დაწყებამდე 5
წუთით ადრე.
2. სკოლაში დადგენილია 5 დღიანი სასწავლო პროცესი კვირაში. შაბათ-კვირა და საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე და სადღესასწაულო დღეები არის დასვენების დღეები. თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია კვირაში 6 დღიანი სწავლებაც.
3. სკოლის დირექტორის ბრძანებით დასაშვებია კვირაში 6- დღიანი სწავლება შემდეგ
შემთხვევებში:
ა)თუ სკოლას აქვს ყოველდღიური საათობრივი ბადის განტვირთვის სურვილი. ამ დროს
სასწავლო გეგმით განსაზღვრული კვირეული საათები უნდა გადანაწილდეს 6 დღეზე;
ბ)თუ სკოლას გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო გაუცდა სასწავლო დღე/დღეები.
4. სკოლაში სასწავლო პროცესი იწყება 09:00 საათზე. გაკვეთილების ხანგრძლივობა არის 45
წუთი. გაკვეთილებს შორის შესვენებები - 5 წუთი. მესამე გაკვეთილის შემდეგ არის დიდი
დასვენება, რომლის ხანგრძლივობაც არის 15 წუთი (გამონაკლისს წარმოადგენს პირველი
კლასი, მათთვის გაკვეთილის ხანგრძლივობა 35 წუთიანია, გაკვეთილებს შორის დასვენებები -10 წუთიანი).
5. დაუშვებელია სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მოსწავლის სკოლის ტერიტორიიდან
დამოუკიდებლად გაშვება, მშობლის თანხმობის გარეშე.


II. სკოლისსტრუქტურადამართვა
მუხლი 4. სკოლის სტრუქტურა მოიცავს დამფუძნებელთა კრებას, სკოლის დირექციას, პედაგოგიურ საბჭოსა და მშობელთა კომიტეტს (საკონსულტაციო საბჭოს).
1.დამფუძნებელთაკრება
ა) დამფუძნებელთა კრება წარმოადგენს სკოლის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს. იგი თავის რიგებიდანირჩევს ან ნიშნავს მოწვეულ პირს სკოლისდირექტორად და აფორმებს მასთან ხელშეკრულებას არანაკლებ 3 წლის ვადით.
ბ) სკოლისდირექტორის წარდგინებითამტკიცებსსკოლის წესდებას, ბიუჯეტს,სტრატეგიული განვითარების გეგმას, იბარებს დირექტორისმიერ მომზადებულ წლიურანგარიშს;
გ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, სკოლიდან გადაყვანის წესს.
დ) აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;
ე) უფლებამოსილია, შრომითი ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოსსკოლის დირექტორს;
ვ) კრების გადაწყვეტილებები, როგორც წესი მიიღება კრებაზედა ფორმდება ოქმით; კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ მას ესწრება ორთხივე დამფუძნებელი. კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით.
2. სკოლისდირექცია
სკოლის დირექცია შედგება დირექტორის, კანცლერის, ორგანიზიტორის, მენეჯერისა და ბუთალტერისგან.სკოლისდირექტორს ნიშნავსშ.პ.ს„მეგასკოლის’’ დამფუძნებელთა კრება.
მუხლი 5. დირექტორის ფუნქციები
1. სკოლის დირექტორი:
ა) ახორციელებს სკოლის მართვას;

ბ) ზედამხედველობს სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს;

გ) უზრუნველყოფს მასწავლებლებთან და სკოლის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე;

დ) წარუდგენს დამფუძნებელთა კრებას პედაგოგიურსაბჭოზეგანხილულსკოლისგანვითარების სტრატეგიულგეგმას დასამტკიცებლად;
გ) წარუდგენს დამფუძნებელთა კრებას პედაგოგიურსაბჭოზეგანხილულსკოლისშინაგანაწესს დასამტკიცებლად;
დ) ამტკიცებსსასკოლოსასწავლოგეგმას, კათედრების დებულებასდა სხვაშიდა დოკუმენტაციას;
ე) ამტკიცებს კლასისდამრიგებელთა შემადგენლობას;
ვ) ახორციელებს სკოლისფინანსურ მართვას, უზრუნველყოფს სკოლისმატერიალური ფასეულობებისდაცვას, მოვლას, შენახვასა და აღრიცხვას;
ზ) წარმოადგენს სკოლასმესამე პირებთანურთიერთობაში. დებსგარიგებებს, ხელშეკრულებებსკანონმდებლობის დაცვით;
თ) საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
ი) უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;
კ) ხელმძღვანელობას უწევსიმ გადაუდებელისამეურნეო სამუშაოებისშესრულებას, რომელიცსაჭიროა სკოლისნორმალური ფუნქციონირებისთვის;
ლ) ზრუნავს მასწავლებელთაპროფესიულ განვითარებაზედა ხელსუწყობს სკოლაშიინოვაციების დანერგვას;
მ) ხელსუწყობსპარტნიორული ურთიერთობების (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მეზობელ სკოლებთან, კერძო პირებთან, კომერციულ ორგანიზაციებთან, თემთან და სხვ) დამყარებასერთობლივი საქმიანობების დაგეგმვა/განხორციელებისთვის;
ნ) უზრუნველყოფსსარეკლამო საქმიანობისწარმართვასდა სკოლის საქმიანობის გაცნობას საზოგადოებისათვის;
ო) წარმართავს და აკონტროლებსსკოლის თვითშეფასებისა და მონიტორინგის პროცესს,ანალიზისსაფუძველზეგუნდთანერთადშეიმუშავებს ხარისხის გასაუმჯობესებელმექანიზმებს;

2. სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს:

ა) ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებასა და სააღმზრდელო პროცესზე;

ბ) სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების და ფინანსების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა პატრონობასა და რაციონალურად გამოყენებაზე;

გ) სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

მუხლი 6. კანცლერი, ორგანიზატორი,მენეჯერი.
სკოლას ჰყავს კანცლერი(ხარისხის მართვა),ორგანიზატორი,მენეჯერი. ამ თანამდებობებზე ნიშნავსდაათავისუფლებსსკოლის დირექტორი.
1. კანცლერი(ხარისხის მართვა)
1.ხელმძღვანელობს კათედრების მუშაობას სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისა დასასწავლო-საგაკვეთილოპროცესის მაღალორგანიზებულადწარმართვის საქმეში;
2. უზრუნველყოფს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მაქსიმალურად გამოყენებას სასწავლო პროცესში;
3.დახმარებას უწევს თანამედროვე მეთოდების გამოყენებით გაკვეთილების ჩატარებას პედაგოგთათვის გაკვეთილების ხარისხის, შეფასებისა და თვითშეფასების საკითხებზე;
4.პასუხისმგებელია შეფასების სისტემის შემუშავებასა და მის დანერგვაზე სასწავლო პროცესში;
5.ეხმარება პედაგოგებს გაკვეთილების იმგვარად დაგეგმვასა და ჩატარებაში,
რომ საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში იყოს თითოეული მოსწავლე
და მიღწეული შედეგი.
6. ზრუნავს იმაზე,რომ სკოლაში მთავარი ორიენტირიგახდესმოსწავლეთა
უნარ-ჩვევებისადადამოკიდებულებებისგანვითარებადა
ცოდნის ხარისხი;
7.პასუხისმგებელია საგაკვეთილო გეგმების შედგენაზე.
8.აწარმოებს სასკოლო და კათედრის ჟურნალების მონიტორიგს.
9.ახორციელებს სკოლის პედაგოგთა საქმიანობის მართვას. ხელს უწყობს მასწავლებელებს ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში.
10.სკოლის დირექტორთან ერთად შეიმუშავებს სასკოლო სასწავლო გეგმას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
11.ამზადებს დირექტორის გადაწყვეტილებათა პროექტებს სასწავლო საქმიანობასთან დაკავშირებით, ზედამხედველობს სკოლის წესდების, შინაგანაწესის და დირექტორის გადაწყვეტილებების შესრულებას.
12.ახორციელებს სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული
საგნების, საგნობრივი ჯგუფების, კათედრების, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო მომსახურების მონიტორინგს.
13.ახორციელებს სასკოლო, კათედრის, წრისდოკუმენტციის მონიტორინგს.
14.ადგენს საგაკვეთილო ცხრილს, ბადე ცხრილს.
15.დირექტრთან შეთანხმებით მასწავლებელთა დასაქმების საიტზე აქვეყნებს ვაკანსიებს და უზრუნველყოფს ვალიდური კომისიის შექმნასა და გამჭვირვალე კონკურსის ჩატარებას.
16.დირექტორთან შეთანხმებით ადგენს მასწავლებელთა კვირეულ საათობრივ დატვირთვას.
17.მეთვალყურეობს სწავლისა და სწავლების ხარისხის ამაღლებასა და ახორციელებს მათ კონტროლს.
18.კურირებს კათედრების მუშაობას.
19.ატარებს სასწავლო პროცესის მონიტორინგს და შედეგების ანალიზს წარუდგენს პედ.საბჭოს
20. აკეთებს სვოტანალიზს და წარუდგენს პედაგოგიურ საბჭოს.
21.უზრუნველყოფს საგნობრივი ოლიმპიადების, კონფერენციების და სასწავლო შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზებას.
22.სკოლის კოორდინატორთან ერთად ხელმძღვანელობას უწევს კლასგარეშე წრეების, ჯგუფების და ა.შ. მუშაობას.
23.დირექტორთან ერთად უზრუნველყოფს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ღონისძიებების გატარებას.
24.ქოუჩთან ერთად ატარებს ტრენინგებსა და ვორკშოპებს.
25.გეგმავსდაწარმართავს მოსწავლეთააღზრდისღონისძიებებს, ეხმარება კლასის, წრის ხელმძღვანელებს აღმზრდელობითი მუშაობის სწორად დაგეგმვასა და განხორციელებაში.
26. პასუხისმგებელია სკოლის მართვისთვის საჭირო (სასწავლო პროცესის მხრივ) ყოველგვარი დოკუმენტაციისდამუშავება-წარმოებაზე.
27.ხელს უწყობს ინტერესთა მიხედვით მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფში გაერთიანებას და მათი მუშაობის წარმართვას.
28. მონიტორინგს უწევს კლასებისმიხედვით თითოეულ საგანში მიღწეული შედეგების ანალიზსა და შეფასებას;
29.უზრუნველყოფს შეფასებისსისტემის სრული დაცვას, მათი ოპტიმალურ და უწყვეტ გამოყენებას, მიღებული შედეგების ანალიზსა და შეფასებას.
კურირებას უწევს:
30.მოსწავლეთა ორგანიზებას სკოლის სასწავლო-შემოქმედებით წრეებში აქტიური მონაწილებისათვის;
31.მოსწავლეთა შემოქმედებითი გაერთიანებების ფორმირებისათვის ხელშეწყობას;
32.წიგნის, თეატრის, კინოს კვირეულების გამართვა და საინტერესო შეხვედრების მოწყობას ხელოვნების, ლიტერატურის, სპორტის წარმომადგენლებთან.
33.სკოლაში არსებული წრეების, კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფას
34.სკოლის სოციალურ ქცელში სიახლეების (საინფორმაციო, ფოტო და ვიდეო მასალა) განთავსების ორგანიზებასა და მისი კონტროლს.
35.სკოლის რადიოფიცირების აპარატის გამოყენებას საჭიროებისამებრ.
2. სკოლის ორგანიზატორი
 1) მართავსსააღმზრდელო პროცესს;
2)კოორდინირებას უწევს საქართველოსგანათლებისადა მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად იმ სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამებს, რომლებსაცახორციელებს სკოლა;
3).ახორციელებსსკოლის შინაგანაწესის, მოსწავლისა დამასწავლებლის ქცევისკოდექსის შესრულებისმონიტორინგს.
4).უზრუნველყოფსსაგაკვეთილო პროცესისდაუბრკოლებლად წარმართვას, აკონტროლებს გაკვეთილისდროულად დაწყება-დამთავრებას.
5) კლასის დამრიგებლებთან ერთად შეიმუშავებსსადამრიგებლო პროგრამებს, რომლებსაცწარუდგენს დირექტორს დასამტკიცებლად;
6) ხელმძღვანელობს და კოორდინაციასუწევსსადამრიგებლოპროგრამისგანხორციელებას;
 7) სისტემატურადახორციელებს მონიტორინგს მოსწავლეთა გაცდენებზე;
8) ორგანიზებასუწევს სკოლისდამატებით სააღმზრდელომომსახურებას;
9) ხელმძღვანელობსმასწავლებელთადა მოსწავლეთა მონაწილეობით მოწყობილ იმ ღონისძიებების განხორციელებას, რომელთა მიზანია სააღმზრდელო პროცესის დახვეწა, მოსწავლეთა აქტიური დასვენების უზრუნველყოფა და სხვა;
10)იღებს სათანადო ზომებს სკოლაში საშემსრულებლო დისციპლინის განმტკიცების მიზნით. ის პერსონალურად არის პასუხისმგებელი სკოლაში არსებულ წესრიგსა და დისციპლინაზე;
11) დირექტორს წარუდგენს კლასის დამრიგებელთა მუშაობის მონიტორინგს და შედეგებს სათანადო რეაგირებისთვის;
12) .ადგენსინდივიდუალურ სასწავლოგეგმას სსსმმოსწავლეთათვის დაკურირებს მისმუშაობას.
13) სასწავლო წლის დასაწყისში ადგენს სკოლის სააღმზრდელო პროგრამას და წარუდგენს დირექტორს დასამტკიცებლად;
14) მონიტორინგსუწევს მასწავლებელთამიერ სამსახურებრივმოვალეობათაშესრულებას;
15)ახორციელებსსკოლის შინაგანაწესის, მოსწავლისა დამასწავლებლის ქცევისკოდექსის შესრულებისმონიტორინგს.
16)უზრუნველყოფსსაგაკვეთილო პროცესისდაუბრკოლებლად წარმართვას, აკონტროლებს გაკვეთილისდროულად დაწყება-დამთავრებას.
17).გეგმავსდა წარმართავსმოსწავლეთა აღზრდისღონისძიებებს, ეხმარებაკლასის, წრისხელმძღვანელებს აღმზრდელობითიმუშაობის სწორადდაგეგმვასა დაგანხორციელებაში, ქმნისაღმზრდელობითი მუშაობისმთლიან სისტემას.
18) კურირებსკლასსათების ჩატარებას;
19)უზრუნველყოფსმშობელთ კრებებისჩატარებას.
20)აჯამებსსემესტრულ დაწლიურ სტატისტიკურშედეგებს დადასამტკიცებლად წარუდგენსპედაგოგიურ საბჭოს.
21) სასწავლოწლისბოლოს სკოლის დირექტორს წარუდგენს ანგარიშსშესრულებულისამუშაოს შესახებ.
3. სკოლის მენეჯერი
1) შეიმუშავებს და განაახლებსსკოლის PR სტრატეგიას;
2) ორგანიზებას უწევს PR ღონისძიებების/კამპანიების დაგეგმვასა
3)ხორციელებს PR ღონისძიებების/კამპანიების მოწყობისათვის საჭირო ადამიანებთან და კომპანიებთან ურთიერთობას;
4) ორგანიზებას უწევს პრესკონფერენციების და პრეზენტაციების მოწყობას;
5) ამყარებსკონტაქტს თეატრებთან, მუზეუმებთან, საგამოფენო დარბაზებთან, რედაქციებთან, საექსკურსიო ბიუროებთან და სხვა;
7) ადგენს ექსკურსიების განრიგს და პასუხისმგებელია მოსწავლეთა გადაადგილების უსაფრთხოებაზე;
8)ხელსუწყობსსხვადასხვასაგანმანათლებლო პროგრამაში მასწავლებელთა და მოსწავლეთა ჩაბმას;
9) მოსწავლეთასწავლის მოტივაციის ამაღლების მიზნით ჩართულიასასკოლო - საგანმანათლებლოღონისძიებებისმოწყობაში;
10)ხელმძღვანელობსმასწავლებელთა და მოსწავლეთა მონაწილეობით მოწყობილ იმ ღონისძიებების განხორციელებას, რომელთა მიზანია სააღმზრდელო პროცესის დახვეწა, მოსწავლეთა აქტიური დასვენების უზრუნველყოფა და სხვა;
11) ადგენს მასწავლებელთა მორიგეობის ცხრილს;
12) სასწავლოწლისბოლოს სკოლის დირექტორს წარუდგენსანგარიშს შესრულებული სამუშაოსშესახებ.
მუხლი 7. სკოლის ბუღალტერი:
1. ბუღალტრის მოვალეობებია:
ა) სკოლის დირექტორთან ერთად შეიმუშავოს სკოლის საფინანსო-სამეურნეო პროგრამები;
ბ) სკოლის დირექტორთან ერთად შეიმუშავოს სკოლის ბიუჯეტი;
გ) დირექტორთან ერთად უზრუნველყოს სკოლის ყველა სახის საკუთრების, აგრეთვე იჯარით არსებული ქონების ექსპლუატაციისა და შენახვის წესების დაცვა;დ) ხელმძღვანელობა გაუწიოს იმ გადაუდებელი სამუშაოების შესრულებას,რომელიც საჭიროა სკოლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის; ე) მატერიალურ პასუხისმგებელ პირთან ერთად სკოლას მოამარაგოს სკოლა საჭირო ინვენტარ-მოწყობილობით; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო ეკონომიკური საქმიანობა;
2. ბუღალტერი პასუხისმგებელია: ა) თანხების დროულ ათვისებაზე;ბ) მიღებულ ფასეულობათა განაწილებასა და პასუხისმგებელ პირებზე დარიცხვაზე;გ) ინვეტარიზაციისგანსაზღვრულ ვადებში ჩატარებაზე და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებაზე პასუხისმგებელ პირებთან;დ) ინვენტარისა და სხვა ფასეულობათა მიღება-ჩაბარების წიგნის წარმოებაზე;ე) ტარიფიკაციის, ბალანსის შედგენასა და შესაბამისი სამსახურებისათვის განსახილველად და დასამტკიცებლად წარდგენაზე, ხელფასების დროულ გამოწერაზე;
ვ) სახელფასო ფონდის, ხარჯთაღრიცხვის, ტარიფიკაციის, ბალანსის შედგენაზე; საგადასახადო ორგანოებთან ანგარიშწორების წარმოებაზე.
მუხლი 8. პედაგოგიურსაბჭო
1. პედაგოგიური საბჭოარის სკოლისმასწავლებელთა თვითმმართველობისორგანო, რომელშიცშედის სკოლისყველა მასწავლებელი.საბჭოეწევა პედაგოგიურსაქმიანობას ეროვნულისასწავლო გეგმითგათვალისწინებული სავალდებულოანგაუთვალისწინებელი დამატებითისაგანმანათლებლო მომსახურეობისსაათობრივი დატვირთვისფარგლებში;
 2. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს პედსაბჭოს თავჯდომარე, რომელსაც 3 წლის ვადით ირჩევს პედაგოგიური საბჭო;
 3. პედაგოგიურ საბჭოშიყველა პედაგოგისარგებლობს თანაბარიხმის უფლებით;
 4. პედაგოგიური საბჭოსთავმჯდომარე იწვევსპედაგოგებს შეკრებაზესემესტრში მინიმუმ 2-ჯერ. პედაგოგიურსაბჭოს თავმჯდომარესკოლის დირექტორთანშეთანხმებით ნიშნავსშეკრების თარიღსადა დროს, ასევე უზრუნველყოფსშეკრების შესახებინფორმაციის გავრცელებასსკოლის საზოგადოებაში. ადგენს დაუთანხმებს დირექტორსა და ადმინისტრაციას სხდომის დღისწესრიგს, უზრუნველყოფს სხდომის მონაწილეთათვის დღისწესრიგის გაცნობას;
5.  პედაგოგიურისაბჭოს თავმჯდომარეუზრუნველყოფს სხდომისოქმის, სხდომაზეწარსადგენი დოკუმენტაციისადა მასალებისმომზადებას, გავრცელებასადა შეკრებას. უზრუნველყოფს სხდომებისოქმებისდოკუმენტაციისა დამასალების შენახვასდირექციასთან შეთანხმებით;
6.  საბჭოსსხდომა უფლებამოსილია, თუ მასესწრება საბჭოსწევრთა ნახევარზემეტი;
7. პედაგოგიური საბჭოგადაწყვეტილებას იღებსხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთოხმების მესამედისა;
8. საბჭოს სხდომისდღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთავინაობა, კენჭისყრისშედეგები დამიღებული გადაწყვეტილებაფორმდება პედაგოგიურისაბჭოს სხდომისოქმით, რომელსაცხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარედამდივანი;
9. პედაგოგიურ საბჭოსასწავლო წლისდასაწყისში:
ა) განიხილავს კანცლერის მიერ წარდგენილსასკოლო სასწავლოგეგმას;
ბ) ამტკიცებს პედაგოგიურისაბჭოს სამუშაოგეგმას;
გ)საფეხურებისადა საგნებისშესაბამისად ამტკიცებსგრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდანკათედრების მიერშერჩეული სახელმძღვანელოებისნუსხას;
დ) სკოლისადმინისტრაციასთან ერთადშეიმუშავებს მოსწავლისცოდნის შეფასებისკრიტერიუმებს, მოსწავლეთაშეფასების დამატებითიკომპონენტებს;
ე) იღებსგადაწყვეტილებებსსწავლა-სწავლებისეფექტურობის ასამაღლებლად;
ვ) იღებსგადაწყვეტილებებსსხვადასხვა საკითხებთანდაკავშირებით, რომელიცეხება სასწავლოპროცესს.
მუხლი 9. (მრჩეველთა საბჭო)
1.შედგება რამდენიმე პედაგოგის,მშობლისა და მოსწავლისგან,
2. მრჩეველთ საბჭო:
ა) სკოლის დირექტორსა და პედაგოგიურ საბჭოს აწვდის რეკომენდაციებსსკოლის სასკოლო გეგმასთან, ბიუჯეტთან, სტრატეგიულ გეგმასთან და შინაგანაწესთან დაკავშირებით;
ბ) შეიმუშავებს მოსწავლეთა აკადემიური და სოციალური წარმატებების ხელშემწყობ ღონისძიებებს;
გ) ზრუნავს დამატებითი საკლასო ანკლასგარეშე აქტივობების ორგანიზებაზე.
თავი III. თანამშრომლები

მუხლი 10.სკოლის თანამშრომლების მიღებისა და თხოვნის წესი
1. სკოლაში თანამშრომლის მიღება სკოლის დირექტორთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
2. სკოლის თანამშრომლად ჩაითვლება პირი და მიეცემა შრომის უფლება სკოლის დირექციასთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და შესაბამისი ბრძანების გამოცემის მომენტიდან;
3. პედაგოგების შრომის ანაზღაურება განისაზღვრება სკოლის თანამშრომლებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად;
მუხლი 11. სამუშაოზე მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტები/საბუთები:1. სკოლაში პედაგოგად მიიღება შესაბამისი პროფესიულ-პედაგოგიური კვალიფიკაციის
მქონე პირი გამოსაცდელი ვადით (ან მის გარეშე), რომელიც ვალდებულია სამუშაოზე
მიღებისას სკოლის დირექციას წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
ა)განცხადება;ბ) კადრების აღრიცხვის ფურცელი; გ) ავტობიოგრაფია -cV
დ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი
ე) ფოტოსურათი 3X4;
ვ)განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი).ზ) შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში)

მუხლი 12.თანამშრომლის მიღების წესი
1. სკოლაში თანამშრომლად მიიღება შესაბამისი კვალიფიკაციის
მქონე პირი გამოსაცდელი ვადით (ან მის გარეშე)
2. სკოლის დირექცია ვალდებულია:ა) გააცნოს თანამშრომელს სკოლის წესდება და შინაგანაწესი, მინდობილი სამუშაო, შრომის ანაზღაურების პირობები, განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობანი თანამდებობრივი ინსტრუქციების შესაბამისად;ბ) თითეულ თანამშრომელზე გახსნილია პირადი საქმე, რომელშიც ინახება: კადრების აღრიცხვის პირადი ფურცელი, ავტობიოგრაფია, განათლების შესახებ დოკუმენტის ასლი, სამუშაოზე დანიშვნის, გადაყვანის, წახალისებისა თუ დასჯის და გათავისუფლების შესახებ ბრძანებათა ასლები.გ) თანამშრომელი სამსახურში მიღებულად ჩაითვლება, როცა გაფორმდება ორმხრივი ხელშეკრულება, ხელმოწერის დადასტურებით, სადაც მითითებული იქნება მინდობილი სამუშაო, შრომის ანაზღაურების პირობები (ფორმა და ოდენობა), ორმხრივი უფლება- მოვალეობანი, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.3. თანამშრომელს შეიძლება გამოეცხადოს გაფრთხილებაა) ორზე მეტი დაგვიანებისთვის (გაკვეთილებზე, თათბირებზე, პედსაბჭოსა და სამსახურში) ან გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისას;ბ)პ ედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების და უსაფრთხოების წესების დარღვევისთვისგ) დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისთვის;•
4. საყვედური:
ა) ერთი გაფრთხილების მიღების შემდგომ;ბ) ერთი დაგვიანებისა ან გაკვეთილის არასაპატიოდ გაცდენისათვის;
გ)ხელშეკრულებით გათვალისწინებული მუხლების დარღვევისათვის;დ) შინაგანაწესით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობისათვის;ე) აღიშნული პუნქტების განმეორებით შეუსრულებლობისათვის5. სასტიკი საყვედურია) სკოლის მატერიალური ზარალის მიყენებისათვის;ბ) გაკვეთილის სისტემატიური არასაპატიო დაგვიანება-გაცდენისათვის;გ) დამრიგებლისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობისა და ისეთი საქციელის ჩადენისათვის, რომელიც ლახავს სკოლის სახელს;•
5. თანამშრომელი შეიძლება გათავისუფლდესა) ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას;ბ) პირადი განცხადების საფუძველზე;გ) საშტატო ერთეულის შემცირებისას;
დ) დაწესებულების ლიკვიდაციისას;ე) დისციპლინარული გადაცდომებისას;• ვ) ხანგრძლივი შრომისუუნარობისას
ზ) მოსწავლის ან კოლეგის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის;თ) მოსწავლეთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულის დაფარვისათვის;ი) მასწავლებლის ეთიკის ნორმების დარღვევისათვის;კ) სასტიკი საყვედურის გამოცხადების შემდეგ სკოლის შინაგანაწესის განმეორებით დარღვევისათვის.
მუხლი 13.მასწავლებლის უფლება-მოვალეობები
პედაგოგს უფლება აქვს :1. პირადად მიიღოს მონაწილეობა სკოლის მართვაში (ფლობდეს ინფორმაციას თავისი უფლებისა და ვალდებულებების შესახებ) ;2. მონაწილეობა მიიღოს სკოლის ფუნქციონირების მარეგლამენტირებელი დოკუმენტის შემუშავებაში.
3. ისარგებლოს სწავლისა და აღზრდის მეთოდების არჩევისა და გამოყენების თავისუფლებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. მოსთხოვოს სკოლის დირექციას მუშაობისთვის აუცილებელი პირობები .
5. მიიღოს შრომის ანაზღაურება სკოლის მიერ დადგენილი ნორმატივების მიხედვით.
6. მოითხოვოს სასწავლო პროცესში მონაწილეთაგან მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულება.
7. მიიღოს დროული ინფორმაცია მოსწავლეთათვის ოლიმპიადების, კონფერენციების სხვადასხვა სახის აკადემიური თუ შემოქმედებითი კონკურსების ჩატარების პირობების შესახებ და სხვა.
8. მოსთხოვოს კლასის დამრიგებელს მოსწავლის მშობლის გამოძახება სკოლაში.
9. გაეცნოს ნებისმიერ საჯარო ინფორმაციას (წესდებას, შინაგანაწესს, სტრუქტურას) და სკოლაში მასზე არსებულ პერსონალურ ინფორმაციას;10. სკოლა ვალდებულია გასცეს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია 10 დღის ვადაში.
პედაგოგი ვალდებულია:1. შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, ეთიკის კოდექსის ნორმებით, შინაგანაწესით, სკოლის წესდებით და შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი წესები.2. ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე განუვითაროს მოზარდებს ფიზიკური და გონებრივი უნარ–ჩვევები განათლების ეროვნული მიზნების ცხოვრებაში რეალიზებისათვის;
3. დაეხმაროს მოზარდს ზოგადი განათლების საფეხურების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევაში;
4. სკოლაში გამოცხადდეს დროულად, გაკვეთილების დაწყებამდე არა უგვიანეს 15 წუთით ადრე.
5. პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისას მასწავლებელი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და მასწავლებლის ეთიკის კოდექსის ნორმებით.6. ყველა გაკვეთილი ჩაატაროს ახალი მეთოდებითა და ხერხებით და მისცეს მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება;7. შეაფასოს მოსწავლე ობიექტურად და მოსწავლის მიერ მიღებული მიმდინარე განმსაზღვრელი შეფასება კომპონენტების მიხედვით შეიტანოს საკლასო ჟურნალში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შესახებ გვერდზე, ხოლო მოსწავლეთა გაცდენები კი შესაბამის გრაფაში;8. აწარმოოს საკლასო ჟურნალი ჟურნალის წარმოების წესის შესაბამისად.9. დაიცვას სკოლის მოსწავლეთა პიროვნული ღირსებები, არ დაუშვას ფიზიკური და ძალადობრივი მეთოდების გამოყენება მოსწავლეთა მიმართ.
10. მასწავლებელი იჩენს თანაბარ ყურადღებასა და მზრუნველობას ყველა მოსწავლის მიმართ განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, გენდერული, ლინგვისტური თუ მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა.11. მასწავლებელი სერიოზულობით ეკიდება მოსწავლეთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატავად, რათა მოიპოვოს მოსწავლეთა ნდობა;12. იმუშაოს კეთილსინდისიერად, ზუსტად შეასრულოს სკოლის წესდებით, შინაგანაწესით, დებულებებით და კანონით მათზე დაკისრებული მოვალეობები;
13. დაიცვას ურთიერთობისა და თანამშრომლობის ეთიკის ნორმები;
14. მასწავლებელი ვალდებულია თავი შეიკავოს მოსწავლეების, მშობლების ან სხვა მასწავლებლების თანდასწრებით კოლეგების გაკიცხვისაგან.
15. აიმაღლოს პროფესიული კვალიფიკაცია ;16. დაიცვას სამუშაო დროის ხანგრძლივობა და მაქსიმალურად გამოიყენოს იგი მათზე დაკისრებულ მოვალეობათა შემოქმედებითი და ეფექტური შესრულებისთვის,
17. დროულად და ზუსტად შეასრულოს ადმინისტრაციის განკარგულებანი.18. მუდმივად გამოავლინონ შემოქმედებითი ინიციატივა შრომითი საქმიანობის მაღალი შედეგების მისაღწევად.
19. დაიცვას უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესები;
21. ყოველთვის იყოს ყურადღებიანი და ზრდილობიანი ბავშვებთან, მათ მშობლებთან
და თანამშრომლებთან.22. სისუფთავესა და წესრიგში იქონიოს თავიანთი სამუშაო ადგილი;23. გაუფრთხილდნენ სასკოლო ინვენტარს, დგამ-ავეჯს;24. მონაწილეობა მიიღოს კონფლიქტის გარკვევასა და დარეგულირებაში;25. მოსწავლის მიერ მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში აცნობოს
სკოლის დირექციას.26. შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით
დადგენილი წესები და მოთხოვნები.
27. იზრუნოს ბავშვთა სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე, გაკვეთილების, კლასგარეშე და
სკოლისგარეშე ღონისძიებების ჩატარებისას;28. იზრუნოს სწავლა-სწავლების შედეგებზე;29. დოკუმენტაციის დროულ და ზუსტ წარმოებაზე;
თავი IV. საგნობრივიკათედრები
მუხლი 14. თანამშრომლობისა და გუნდური პასუხისმგებლობის ინტერესთა გაერთიანების, გამოცდილების გაზიარებისა და სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის მიზნით სკოლაში ფუნქციონირებსმასწავლებელთა გაერთიანებები, ე.წ. კათედრები.
1. კათედრების ფუნქციებია:
ა) საგნობრივი ჯგუფის საგნების სწავლების კოორდინირება;
ბ) კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება;
გ) საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსათვის წარდგენა;
დ) სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა;
ე) ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის;
ვ) რეკომენდაციების შემუშავება სწავლა–სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით;
ზ) შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ანალიზი.
2. სკოლაში ფუნქციონირებს ხუთი კათედრა:
ა) სახელმწიფო ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების (ქართული ენა და ლიტერატურა,
ჩვენი საქართველო, მოქალაქეობა, გეოგრაფია,ისტორია,სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება);
ბ) უცხო ენის (ინგლისური ენა,გერმანული ენა,ფრანგული ენა, რუსული ენა);
გ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა (მათემატიკა,
ბუნებისმეტყველება,ბიოლოგია, ისტ,ფიზიკა,ქიმია).
დ) სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება,
მუსიკა და სპორტი);
ე) დაწყებითი განათლების .
3. სასწავლოწლის დასაწყისშიხმების უმრავლესობითკათედრა ირჩევსთავმჯდომარესერთი სასწავლოწლით. ერთიდა იმავეპირის არჩევაკათედრის თავმჯდომარედშესაძლებელია ზედიზედმხოლოდ ორჯერ;
4. კათედრასაჭიროებებიდან გამომდინარეშეიმუშვებსსამოქმედოგეგმას დაუზრუნველყოფს მისგანხორციელებას;
5. კათედრისთავმჯდომარე წევრებთან ერთად უზრუნველყოფსშიდა/გარე სასკოლო ღონისძიებების, პროექტების, კონკურსების, ოლიმპიადების და სხვა დაგეგმვასა დაორგანიზებას;
6. მოსწავლეთაამოტივაციის ამაღლებისმიზნითსაგნობრივი კათედრები საერთო თემატიკის საფუძველზე შეიმუშავებენ ინტეგრირებულ პროგრამებს მიზნობრივი გაკვეთილების, ღონისძიებებისა და ექსკურსიების ჩასატარებლად;
7. კათედრის თავმჯდომარე წევრებთან ერთად შეიმუშავებსსსსმ მოსწავლეთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმას და უზრუნველყოფსმის განხორციელებას დამონიტორინგს.

თავი V. სასწავლო პროცესი
მუხლი 15.სასწავლო პროცესი
1. სკოლა სასწავლო პროცესს ახორციელებს დაწყებითსასწავლო საგანმანათლებლო საფეხურზე:
2. ზოგადი განათლების შინაარსი განისაზღვრება სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო
გეგმის გათვალისწინებით, დამოუკიდებლად შემუშავებული, მიღებული და განსახორციელებელი პროგრამებით.
3. სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად სკოლა დამოუკიდებლად შეიმუშავებს სასკოლო სასწავლო გეგმას, სასწავლო რეჟიმსა და საგაკვეთილო ცხრილს. 4. სწავლება სკოლაში მიმდინარეობს ქართულ ენაზე. 5. მოსწავლეები, რომლებმაც სრულად აითვისეს საგანმანათლებლო პროგრამები, გადაიყვანებიან მომდევნო კლასში და საფეხურზე. 6. სკოლაში მოსწავლეთა მიღების, მომდევნო კლასში გადაყვანის, დატოვებისა და გარიცხვის პირობები განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით და შესაბამისი დებულებით, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.7. სასწავლო პროცესის მონაწილენი არიან მოსწავლეები, მათი მშობლები(კანონიერი წარმომადგენლები), მასწავლებლები და დაწესებულების სხვა მოსამსახურენი8. სასწავლო პროცესის მოსწავლეთა უფლება მოვალეობები რეგულირდება სკოლის წესდებით, შინაგანაწესითა და მოსწავლის მშობელსა (კანონიერი წარმომადგენელს) და სკოლის დირექტორს შორის დადებული ხელშეკრულებით.9. სასწავლო პროცესის განხორციელების ძირითადი სტრუქტურული ერთეულია კლასი; 10. სკოლაში ჩარიცხულ მოსწავლეებს კლასებში ბრძანებით ანაწილებს სკოლის დირექტორი; 11. თითოეულ კლასს ჰყავს დამრიგებელი, რომელსაც თანამდებობაზე ერთი სასწავლო წლით ნიშნავს სკოლის დირექტორი;
12. სადამრიგებლო პროგრამა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით. 13. კლასის დამრიგებლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.
მუხლი 16. მოსწავლეთა ჩარიცხვა
1. სკოლაში მოსწავლეები ჩაირიცხებიანგასაუბრების საფუძველზე.პირველ კლასში კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის საფუძველზე. მოსწავლის კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს: • განცხადება • ფოტოსურათი 2ც. (3X4)• დაბადების მოწმობის ასლი დამოწმებული ნოტარიუსის მიერ. • მშობლების პირადობის მოწმობის ასლები • მოსწავლის პირადი საქმე
2. დასაშვებია მოსწავლის მიღება სხვა სკოლიდან, გადმოყვანა ხდება მშობლის განცხადების საფუძველზე, რომელიც ვალდებულია წარმოადგინოს აკადემიური მოსწრებისა და გაცდენების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამორიცხვის ბრძანება და პირადი საქმე. მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას ჩარიცხვაზე, თუ სკოლას მეტი მოსწავლის მიღება არ შეუძლია ან მასთანგასაუბრების შემდეგ დადგინდა რომ, მისი ცოდნის დონე არ შეესაბამება სკოლის მოთხოვნებს.
3. სკოლაში ჩარიცხულ ყველა მოსწავლეს აქვს სწავლისა და თვითრეალიზაციის თანაბარი
პირობები.
მუხლი 17. მოსწავლის ამორიცხვა
1. სკოლიდან მოსწავლის ამორიცხვა ხდება:
ა) სხვა სკოლაში გადასვლისას სათანადო საბუთების (მოთხოვნა, დასტური) წარმოდგენის ემთხვევაში;
ბ) მშობლის განცხადების საფუძველზე.
თავი VI.მოსწავლეთა უფლება-მოვალეობანი
მუხლი 18.მოსწავლეთა უფლებები
:
1. მოსწავლეს უფლება აქვთ ისარგებლონ სკოლის მიერ აღიარებული ყველა უფლებითა და თავისუფლებით, საქართველოს კანონმდებლობით, სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი წესების შესაბამისად;
2. მოსწავლეს აქვს რწმენის აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება, ნებაყოფლობით
არჩევისა და შეცვლის უფლება;3. მიიღოს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამისი ხარისხიანი განათლება;4. დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან;5. გადავიდეს სხვა სკოლაში ზოგადი განათლების იმავე საფეხურზე;6. აირჩიოს ან არჩეულ იქნას მოსწავლეთა თვითმმართველობაში;7. მოითხოვოს სასწავლო პროცესში მონაწილეთაგან მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულება;8. მიიღოს მასწავლებლისგან ინფორმაცია საკუთარი აკადემიური მოსწრების შესახებ;9. ისარგებლოს სკოლის საბიბლიოთეკო ფონდით;10. ჰქონდეს სწავლებისთვის შესაბამისი გარემო, ჯანმრთელობის დაცვისა და ფიზიკური სრულყოფის პირობები
11. მიიღოს ინფორმაცია ოლიმპიადებს, კონფერენციების, სხვადასხვა სახის აკადემიური და
შემოქმედებითი კონკურსების პირობების შესახებ მათში მონაწილეობის მიზნით.
12. ისარგებლოს სკოლის სამედიცინო სამსახურის მომსახურებით;
13. მოითხოვოს ნებისმიერი საკითხის განხილვა კლასის მშობელთა კრებაზე.
14.სკოლაში გაეცნოს ნებისმიერ საჯარო და მასზე არსებულ პერსონალურ ინფორამაციას.
მუხლი 19. მოსწავლეთა მოვალეობები
1. მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი წესები, მოსწავლეთა ქცევის კოდექსი;
2. გაკვეთილზე გამოცხადდეს დროულად;
3.მასწავლებლის ნებართვის გარეშე არ გავიდეს გაკვეთილიდან;
4.დაემორჩილოს პედაგოგებისა და სკოლის თანამშრომლების სამართლიან მოწოდებას;
5.სკოლაში გამოცხადების შემთხვევაში დაესწროს ყველა გაკვეთილს;
· პატივისცემით მოექცეს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს;
· შეატყობინოს სკოლის დირექციას ქცევის კოდექსის ნებისმიერი სერიოზული დარღვევის შემთხვევაში.
მუხლი 20.მოსწავლეს ეკრძალება
1. სასწავლო პროცესის დასრულებამდე დატოვოს სკოლის ტერიტორია;
2. მიაყენოს ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა სხვა მოსწავლეს;
3. სკოლის ქონებისა და სასკოლო ინვეტარის დაზიანება; 4. სხვადასხვა მოსწავლეების ღირსების შელახვა, დაშინება, გამოძალვა.5. ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა;6. ხმამაღალი შეძახილებით ან ყვირილით საგაკვეთილო პროცესის ჩაშლა;7. მობილური ტელეფონით სარგებლობა გაკვეთილის მიმდინარეობისას;
8. ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი და ნარკოტიკული ნივთიერებების და სხვა კანონით აკრძალული ნივთების სკოლის ტერიტორიაზე შეტანა, მოხმარება და გავრცელება;9. სკოლის შენობის ტერიტორიაზე სიგარეტის შეტანა და მოწევა; 10. სკოლის კედლებზე ან გამოკრულ დოკუმენტებზე წარწერების გაკეთება;11 ბილწსიტყვაობა; 12. ქურდობა;
13. ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ხელს უშლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობას; 14. წამლების შემოტანა სკოლაში, თუ მას არ აქვს ექიმის მიერ გამოწერილი ცნობა.
მუხლი 21. მოსწავლის ქცევის წესები
1.მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება: ა) მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
ბ) მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს.
2. მოსწავლეებთან დამოკიდებულება:
ა) მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
3. მოსწავლის ჩაცმის წესი
ა) მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით.
4. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების
დროს:
ა) მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე.
ბ) გაკვეთილზე ყოფნისას, მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები.
გ) მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვისგარეშე.
დ) მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით.
ე) მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.
ვ) მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური
საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად.
ზ) მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას.
თ) მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე.
ი) მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას.
კ) მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
5. მოსწავლის მიერ ამ კოდექსითგანსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
მუხლი 22. მოსწავლეთა წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის
გამოყენების წესი
1. სანიმუშო ყოფაქცევის, სწავლაში მიღწეული მაღალი შედეგებისა და სხვადასხვა საქმიანობაში მოპოვებული წარმატებისათვის მოსწავლე შეიძლება დაჯილდოვდეს:-
ა) სიგელით;
ბ) დიპლომით;
გ) ფასიანი საჩუქრით.
2. მოსწავლეს დისციპლინარული გადაცდომის ჩადენისათვის შეიძლება დაედოს შემდეგი დისციპლინარული სახდელი:
ა)სიტყვიერი/წერილობითი გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ)სკოლიდან მოკლევადიანი (ერთიდან ხუთ დღემდე) დათხოვნა;
დ) სკოლიდან გრძელვადიანი(ხუთიდან ათ დღემდე ) დათხოვნა;
ე)სკოლიდან გარიცხვა.
3. სიტყვიერი გაფრთხილება შეიძლება გამოეცხადოს
ა)გაკვეთილზე ან დასვენებაზე დისციპლინის მსუბუქი დარღვევისათვის;
ბ)უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის;
გ)მოსწავლის სიტყვიერი შეურაცყოფისათვის;
დ)დაგვიანებისათვის ან გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის;
ე)სასკოლო ქონების უმნიშვნელო დაზიანებისათვის.
4. საყვედური შეიძლება გამოეცხადოს:
ა)ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დისციპლინარული გადაცდომების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში;
ბ)დისციპლინის უხეში დარღვევისათვის;
გ)სწავლისადმი სისტემატიურად ზერელე დამოკიდებულებისათვის.
5. სკოლიდან მოკლევადიანი (ერთიდან ხუთ დღემდე) დათხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
ა)ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული დისციპლინარული გადაცდომების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში;
ბ)გაკვეთილის ჩაშლისათვის ან ჩაშლის მცდელობისათვის;
გ)სასკოლო ქონების მნიშვნელოვანი დაზიანებისათვის.
6. სკოლიდან გრძელვადიანი(ხუთიდან ათ დღემდე)დათხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
ა)ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული დისციპლინარული გადაცდომების განმეორებითი ჩადენის შემთხვევაში;
ბ)მოსწავლის ფიზიკური შეურაცყოფის მიყენებისათვის;
გ)მასწავლებლისათვის სიტყვიერი შეურაცყოფის მიყენებისათვის.
7. სკოლიდან გარიცხვა გამოიყენება:
ა)ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული დისციპლინარული გადაცდომების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში;
ბ) სისტემატიურად დისციპლინის დარღვევისას;
გ)სისტემატიურად არასაპატიო მიზეზით გაკვეთილის გაცდენისას;
დ)სკოლის ნებისმიერი თანამშრომლისათვის ფიზიკური შეუაცყოფის მიყენებისათვის ან რაიმე ფორმით დამუქრებისათვის;
ე)ექიმის დანიშნულების გარეშე სკოლაში ნებისმიერი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ გამოცხადებისათვის.
8. მოსწავლე სიტყვიერად შეიძლება გააფრთხილოს საგნის მასწავლებელმა, კლასის დამრიგებელმა, ადმინისტრაციის წევრმა. წერილობითი გაფრთხილება, ისევე , როგორც სხვა დანარჩენი დისციპლინარული სახდელები ფორმდება სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით;
9. მოსწავლის მიმართ დისციპლინარული სახდელის გამოყენების შესახებ, გარდა
სიტყვიერი გაფრთხილებისა, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მშობელს;
10. დისციპლინარული სახდელის დადებამდე, მოსწავლეს, მშობლის თანდასწრებით, უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა- განმარტება;
11. დისციპლინარული სახდელის დადების დროს განისაზღვრება მისი მოქმედების ვადა.


მუხლი 23. მოსწავლეთა მშობლების უფლება–მოვალეობები
1.სკოლის მოსწავლის მშობელს (კანონიერ წამომადგენელს) უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს სასწავლო პროცესში ჩართულ პირთაგან დაკისრებილი მოვალეობის შესრულება;
ბ) მიიღოს ინფორმაცია მასწავლებლისაგან და სკოლის ადმინისტრაციისგან სკოლის ფუნქციონირების ნებისმიერ საკითხზე;
გ) მიიღოს მონაწილეობა დაწესებულების მართვაში, გამოთქვას საკუთარი აზრი მშობელთა კრებებზე;
დ) გაეცნოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობასა და შინაარს, მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას;
ე) გაეცნოს სკოლის წესდებას, შინაგანაწსს, სასწავლო პროცესის მარეგლამენტირებელ სხვა დოკუმენტებს;
ვ) დაიცვას ბავშვის კანონიერი უფლებები და ინტერესები და წერილობითი განცხადებით
მიმართოს დაწესებულების დირექტორს, რომელიც ვალდებულია ბავშვის უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები და კანონით დადგენილ ვადაში გასცეს პასუხი;
ზ) მასწავლებლის მიერ დაწერილი სემესტრული ნიშანი გაასაჩივროს სკოლის დირექციაში.
დირექცია ვალდებულია 7 დღის ვადაში შექმნას კომისია, რომელიც კომისის შექმნიდან არაუგვიანეს სამ დღეში შეისწავლოს საჩივრის საფუძვლიანობა და დაწეროს შესაბამისი ნიშანი;
თ) კლასის მოსწავლეთა მშობლების 4/5 –ის განცხადების საფუძველზე, შესაბამისი დასაბუთებით, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მასწავლებელს ჩამოართვას ამ კლასთან გაკვეთილების ჩატარების უფლება;
ი) კლასის მოსწავლეთა მშობლების 2/3-ის განცხადების საფუძველზე, შესაბამისი დასაბუთებით, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია ამ კლასის დამრიგებელი გაათავისუფლოს თანამდებობიდან;2. მშობელი ( კანონიერი წარმომადგენელი ) ვალდებულია:
ა) შექმნას თავისი ბავშვის აღზრდისა და და მისთვის ზოგადი განათლების მიღების ხელშემწყობი პირობები ;
ბ) შეასრულოს სკოლის დირექტორთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები;
გ)შეასრულოს დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნები;
დ) აანაზღაუროს მისი შვილის მიერ სკოლისადმი მიყენებული მატერიალური ზარალი;
ე) პირველივე მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს სკოლაში (სკოლაში მშობლის გამოძახების უფლება აქვს კლასის დამრიგებელსა და სკოლის დირექტორს, დირექტორის მოადგილეს აღმზრდელობით დარგში).
მუხლი 24. დისციპლინური პასუხისმგებლობის გაქარწყლება და მოხსნა
1. დისციპლინური პასუხისმგებლობა გაქარწყლებულად ჩაითვლება, თუ პირს, რომელსაც
შეფარდებული აქვს დისციპლინური პასუხისმგებლობა, ექვსი თვის განმავლობაში არ
შეეფარდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ახალი ზომა.2. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის
დირექტორი.
3. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნის შესახებ ბრძანება ეგზავნება მასთან დაკავშირებულ პირს, და შეიტანება მის პირად საქმეში.
მუხლი 25. სამუშაო დრო და შესვენება
1. სკოლაში სამუშაო დრო, რომლის განმავლობაშიც თანამშრომელი ასრულებს სამუშაოს,
იწყება 8 საათსა და 45 წუთზე და მთავრდება 18.30 საათზე.
2. სასწავლო პროცესი წარიმართება შემდეგი დღის რეჟიმით:
საგაკვეთილო განრიგი (I კლასი)
1. 9.00 – 9.35
2. 9.45 – 10.20
3. 10.30-11.05
4. 11.25-12.00
5. 12.10-12.45
საგაკვეთილო განრიგი (II-VIკლასი)
1. 9.00 – 9.45
2. 9.50– 10.33
3. 10.40 – 11.25
4. 11.40 – 12.25
5. 12.30 – 13.15
6. 13.20– 14.05
1. მასწავლებლების სამუშაო დრო განისაზღვრება მათი საგაკვეთილო საათობრივი
დატვირთვის შესაბამისად და შიდა სასკოლო გაკვეთილისათვის მოსამზადებელი ან/და
გაკვეთილების შემაჯამებელი შედეგების შედგენის პერიოდთან ერთად.
2. სკოლის თანამშრომელთა სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს,
სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო;
3. სკოლის სასწავლო წელიწადი განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრიის 05.09.2009 წლის #759 ბრძანების შესაბამისად, რომელიც იყოფა 2 სემესტრად.
სემესტრების დაწყების და დამთავრების დრო განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით;


მუხლი 26. შესვენების და დასვენების დრო
1. სკოლაში დასაქმებულ პირებს გარანტირებული აქვს დასვენების დროით სარგებლობა.
სამუშაო დღეების მიხედვით შესვენების დრო თანამშრომელს შეუძლია გამოიყენოს დღის
განმავლობაში თავისი შეხედულებისამებრ ისე, რომ ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესს.
2. სკოლის დასვენების დღეები დადგენილია “შრომის კოდექსით” განსაზღვრული
დასვენების დღეების მიხედვით, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე შინაგანაწესის
შემადგენელ ნაწილს.
3. დასვენების დრო განისაზღვრება დასვენებისა და უქმე დღეებით. დასვენების დღეებია
შაბათი და კვირა, უქმე დღეები განისაზღვრება საქართველოს შრომის კოდექსით.

მუხლი 27. სამსახურში გამოუცხადებლობა
1. დროებითი შრომისუუნარობის გამო სამსახურში გამოუცხადებლობისას თანამშრომელმა
აღნიშნულის შესახებ მოკლე ვადებში უნდა აცნობოს დირექტორს ან მოადგილეს.
2. დროებითი შრომისუუნარობის გამო, სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში
თანამშრომელმა უნდა წარმოადგინოს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტი.
3. თუ თანამშრომელი წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ დოკუმენტს, გაცდენილი დღეები ჩაითვლება საპატიოდ და ანაზღაურდება.4. თუ თანამშრომელი არ გამოცხადდა სამსახურში არ წარმოადგინა სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, გაცდენილი დღეები ჩაითვლება არასაპატიოდ და არ ანაზღაურდება.
თავი VII. შვებულება

მუხლი 28. შვებულების ხანგრძლივობა
1. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში არანაკლებ 24 სამუშაო დღისა.
2. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით.
3. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს განსხვავებული ვადები და პირობები, რომლებიც არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას.
მუხლი 29. შვებულების მიცემის წესი
1. დასაქმებულსშვებულების მოთხოვნისუფლება წარმოეშობამუშაობის თერთმეტითვის შემდეგ.
დასაქმებულსმხარეთა შეთანხმებითშვებულება შეიძლებამიეცეს აღნიშნულივადის გასვლამდეც, რის თაობაზეც გადაწყვეტილებას იღებს დამსაქმებელი (სკოლის დირექტორი).
2. მუშაობისმეორე წლიდანდასაქმებულს მხარეთაშეთანხმებით შვებულებაშეიძლება მიეცესსამუშაო წლისნებისმიერ დროს.
3. მხარეთაშეთანხმებით შეიძლებაშვებულების ნაწილ-ნაწილგამოყენება.
4. შვებულებაშიარ ითვლებადროებითი შრომისუუნარობისპერიოდი, შვებულებაორსულობის,
მშობიარობისადა ბავშვისმოვლის გამო, შვებულება ახალშობილისშვილად აყვანისგამო დადამატებითი შვებულებაბავშვის მოვლისგამო.
5. თუშრომითი ხელშეკრულებითსხვა რამარ არისგათვალისწინებული, დამსაქმებელიუფლებამოსილია დაადგინოსდასაქმებულთათვის წლისგანმავლობაში ანაზღაურებადშვებულებათა მიცემისრიგითობა.

მუხლი 30.ანაზღაურების გაცემის დრო, ოდენობა და ფორმა 1. თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობა და ფორმა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.2. სკოლაში შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, თანამშრომლის პირად ანგარიშზე სახელფასო თანხის ჩარიცხვის გზით;
3. სკოლის დირექციის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენისას თანამშრომელს, მიეცემა ანაზღაურება სრული ოდენობით.
4. თანამშრომლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა არ ანაზღაურდება. მასწავლებლის ბრალით გაცდენილი საგაკვეთილო საათის საფასური აუნაზღაურდება შემცვლელ მასწავლებელს.

მუხლი 31. დაქვითვა შრომის ანაზღაურებიდან:
1. დამსაქმებელს უფლება აქვს დაქვითოს თანამშრომლის შრომითი ანაზღაურებიდან ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა,რომელიც შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე თანამშრომელს სკოლისათვის აქვს გადასახდელი.
2. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას სკოლის დირექტორი ვალდებულია, გათავისუფლებული თანამშრომლის შესახებ შემოვლის ფურცლის ბუღალტერთან წარდგენის დღიდან, მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

მუხლი 32. უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო შრომის პირობების დაცვა და სოციალური გარემო
1.სკოლა იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს სკოლის თანამშრომელები და მოსწავლეები
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო სასწავლო გარემოთი.
2.სკოლა უზრუნველყოფს უსაფრთხოების ტექნიკის, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და
სანიტარიული წესების შესახებ დასაქმებულთა ინფორმირებას.


მუხლი 33. სკოლაში დასაქმებული პირის მიერ შრომის პირობების დაცვა
1. შრომისა და სასწავლო პროცესის უსაფრთხო პირობების დაცვის მიზნით, თანამშრომელი,
მოსწავლე ვალდებულია დაიცვას შრომის უსაფრთხოების, მოსწავლეთა ქცევის კოდექსის,
შინაგანაწესი ,ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის და სანიტარიული წესები.

თავი VIII.წახალისება
მუხლი 34. წახალისების სახეები
1. სკოლაში დასაქმებული პირის მიმართ, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობები სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შეასრულა, გამოავლინა განსაკუთრებული სირთულისა და მნიშვნელობის დავალებათა შესრულების შესაძლებლობა და კეთილსინდისიერად ემსახურა სკოლას, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წახალისების შემდეგი სახეები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) თანამდებობრივად დაწინაურება;
გ) პრემია.
მუხლი 35.შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა
1. სკოლის შინაგანაწესში ცვლილებების შეტანას სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამფუძვნებელთა კრება.
მუხლი 36. შინაგანაწესის ძალაში შესვლა და საჯაროობა
შინაგანაწესი ძალაში შედის დამფუძვბელთა კრების მიერ დამტკიცების მომენტიდან. საჯაროობის მიზნით იგი გამოიკვრება საინფორმაციო დაფაზე და განთავსდება სკოლის ვებ გვერდზე.
მუხლი 37. დასკვნითი დებულებები
1. შინაგანაწესის თანმხლები დოკუმენტები:
ა)მოსწავლეთა ქცევის კოდექსი;
ბ)მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსი;
გ)სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი.
2.თანამდებობრივი ინსტრუქციები წარმოადგენს შინაგანაწესის ორგანულ ნაწილს და
აზუსტებს მას.