ჩვენ შესახებ

სკოლის მისია
შპს მეგასკოლა არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიაა მისია-შეუქმნას მოსწავლეებს უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებისკენ მიმართული პოზიტიური, მზრუნველი გარემო. ხელი შეუწყოს თითოეულ მოსწავლეში განსაკუთრებული უნარის აღმოჩენას.აღზარდოს წიგნიერი, პასუხისმგებლიანი, ეროვნული ინტერესების დამცველი, ტოლერანტი, თანამედროვე გამოწვებების მიმღები პროგრესულად მოაზროვნე მოქალაქე.

სკოლის ხედვა  
2030 წლისათვის შპს „მეგასკოლა“ ჩამოყალიბებული იქნება, როგორც მაღალი ხარისხის, ინოვაციური და მოსწავლეზე ორიენტირებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო, პოზიტიურ და მზრუნველ გარემოს. სკოლა ეფექტიანად გამოავლენს და განავითარებს თითოეული მოსწავლის უნიკალურ შესაძლებლობებს, გამოიყენებს თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებსა და ტექნოლოგიებს და უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას.

სკოლის ძირითადი ღირებულებებია: ხარისხზე ორიენტირება - სკოლისთვის პრიორიტეტულია ხარისხიანი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა. მაღალი ხარისხის დამატებითი საგანმანათლებლო სერვისების მიწოდება. არაფორმალური განათლების გამოყენება ფორმალურ განთლებაში - სკოლაში ინერგება ახალგაზრდების პირადი და სოციალური განათლების დაგეგმილი, სტრუქტურირებული პროგრამები და პროცესები, რომლებიც შექმნილია უნარებისა და კომპეტენციების გასაუმჯობესებლად, ფორმალური საგანმანათლებლო კურიკულუმის მიღმა. გამჭვირვალობა და ღიაობა - სკოლა ანგარიშვალდებულია სასკოლო თემის წინაშე, ავრცელებს ინფორმაციას საკუთარი საქმიანობის თაობაზე და ღიაა თანამშრომლობისათვის. გუნდურობა - სკოლისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობითი კულტურა და ორიენტირება საერთო მიზანზე. განვითარებაზე ორიენტირებულობა - სკოლა მუდმივად აფასებს საკუთარ საქმიანობას: ახდენს ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების, შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, მუშაობს გასაუმჯობესებელი მხარეების დაძლევაზე. ზრუნავს ადამიანური რესურსების უწყვეტ განვითარებაზე და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივ სრულყოფაზე.

რატომ მეგასკოლა?
ვენ უზრუნველვყოფთ სწავლების მაღალ ხარისხს;
ჩვენ ვეხმარებით მოსწავლეებს დამოუკიდებელიცხოვრებისა და მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში;
ჩვენ ხელს ვუწყობთ მოსწავლეებში თვითრეალიზაციის, მოტივაციის გაღრმავებისა და სირთულეების გადალახვის ჩვევების გამომუშავებაში;
ჩვენი მასწავლებლები განსაკუთრებით ზრუნავენ მოსწავლეებზე, მუდმივად ეუფლებიან თანამედროვე სწავლების მეთოდებს, ზრუნავენ პროფესიულ განვითარებაზე;
ჩვენი პრიორიტეტი ტოლერანტი,კრიტიკულად მოაზროვნე, ეროვნული ღირებულებების მატარებელი,განათლებული,პასუხისმგებლიანიმოქალაქის აღზრდაა;
ჩვენ ვეხმარებით მოსწავლეებს, აღმოაჩინოს საკუთარი თავი,ნიჭი.shinaganawesi.pdf [391.4 Kb] (Downloads: 136)



2024 წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა
https://docs.google.com/document/d/1Lhdf8DD0a8cMjXV8itvKy_Gt1JocXfXx/edit?usp=sharing&ouid=103198553269283368240&rtpof=true&sd=true

ფილოსოფიის (მისიის, ხედვის, ღირებულებების) შემუშავების და სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია
https://docs.google.com/document/d/1tUJ6XYWo8la7ZdXhVUq1T6_6t1cNsVuZ/edit?usp=sharing&ouid=103198553269283368240&rtpof=true&sd=true

ვერიფიკაციისა და მოსწავლის შეფასების მტკიცებულებების აღრიცხვისა და შენახვის წესი
https://docs.google.com/document/d/1WSxLWg9YpRjZQXjCeLHT43Vb056FXHMk/edit?usp=sharing&ouid=103198553269283368240&rtpof=true&sd=true

შპს მეგა-სკოლაში ჩატარებული სასკოლო საზოგადოების გამოკითხვის შედეგები

https://docs.google.com/document/d/1dHD73HXzdOiJR8PGCy58fC-STbqYYx3AY3p_wsLHqd8/edit?usp=sharing

სტანდარტი, დაწყებითი საფეხური
https://docs.google.com/document/d/1zQjDrMk0xelZPtIBrZQDNBbeWSCPMQVq/edit?usp=sharing&ouid=103198553269283368240&rtpof=true&sd=true

კურიკულიმის შემუშავების მეთოდოლოგია
https://www.dropbox.com/scl/fi/dt4713b2zn3hl8abf6b0m/_-_-_.pdf?rlkey=kw2wmqyprelw1u1p9d6py5jp1&st=3m3nkfze&dl=0​​​

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა/კურიკულუმი

https://docs.google.com/document/d/1Ymc9Dk8RH-dC1KYtjgaQXFZgb0xgF7Xn/edit?usp=sharing&ouid=103198553269283368240&rtpof=true&sd=true