ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბის „სკოლა-უნივერსიტეტი“ ფარგლებში, მე-12 სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „სასკოლო განათლება - თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“.
🔹კონფერენცია მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მკვლევრებში სამეცნიერო-პრაქტიკული უნარების განვითარებას, სკოლისა და უნივერსიტეტის აკადემიური კავშირების გაღრმავებას, საგანმანათლებლო სივრცეში არსებული აქტუალური საკითხების წარმოჩენასა და დისკუსიას. კონფერენციაზე საინტერესო თემებით წარდგენენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები.#ბსუ #სკოლისმოსწავლეები #სტუდენტები #კონფერენცია#ბსუ #სკოლისმოსწავლეები #სტუდენტები #კონფერენცია