#კონფერენცია4 აპრილს სსიპ აჭარის მუზეუმის მიერ ორგანიზებული მოსწავლეთა III რეგიონული კონფერენცია - „მუზეუმის როლი განათლებაში“ ჩატარდა.

ღონისძიება აჭარის მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში სექციების მიხედვით წარიმართა და იგი დაყოფილი იყო კონკრეტული მუზეუმის პროფილიდან გამომდინარე.

კონფერენციაზე მოსწავლეებმა კვლევითი ნაშრომები და საინტერესო თემები წარმოადგინეს, რომლებმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

კონფერენციის დასასრულს მოსწავლეებსა და პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ.