მაკედონიაში, ქალაქ ბიტოლაში გამართულ საერთაშორისო ვოკალურ კონკურსში ბათუმელმა მარიამ ბოლქვაძემ პირველი საპრიზო ადგილი აიღო. სცენაზე 13 წლის მარიამი ,,მუზიკლენდი 2025“-ზე დავით მალაზონიას ეთნოჯაზით - ხორუმით წარსდგა. ახალგაზრდა შემსრულებელმა კატეგორია მსოფლიო ჰიტში, პირველად, მაკედონიის სახელმწიფო ორკესტრთან ერთად, ბარბარა სტრეიზანდის კომპოზიცია შეასრულა.