🔵 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბის „სკოლა-უნივერსიტეტი“ ფარგლებში გაიმართა მე-11 სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „სასკოლო განათლება - თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“. 🔹 კონფერენციაში მეგასკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიება მიზნად ისახავდა უნივერსიტეტისა და სკოლის თანამშრომლობის ხელშეწყობას, მოსწავლეებსა და სტუდენტებში შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას.