ბავშვთა განათლების საკითხებში მშობელთა მონაწილეობის პროექტი USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის (USAID Civil Society Engagement Program) მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს მშობელთა გაძლიერებას და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის ხელშეწყობას.
25 ივლისს ბათუმში ჩატარდა საორიენტაციო შეხვედრა.შეხვედრას ბათუმში სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მოწვეული მშობლები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს კონკრეტული მაგალითები და მშობლების ქცევის მოდელები.
შეხვედრას ესწრებოდა მეგასკოლის წარმომადგენელი-ნინო ზაქარიაძე.