Key Consulting-ის გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაცია აერთიანებს განათლების სფეროს პროფესიონალებს მთელი მსოფლიოდან.მისი წევრები არიან განათლების სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ თვითგანვითარებაზე, უზიარებენ და იზიარებენ სიახლეებს კოლეგებთან და ქმნიან მნიშვნელოვან შედეგებს მომავალი თაობებისთვის.
ასოციაციის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით ერთმანეთს დააკავშიროს განათლების სფეროს წარმომადგენლები: პედაგოგები, ლექტორები, ტრენერები. მისცეს მათ საშუალება გაიზიარონ და გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, შექმნან საერთო პროექტები, განვითარდნენ ტრენინგების, მასტერკლასების საშუალებით, მიიღონ მეტი გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები.