რუსულის წრე

რუსულის წრე

განუვითარდეს პლურილინგვური კომპეტენცია;
განუვითარდეს სამეტყველო უნარები (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი) ორ
უცხოურ ენაზე;
გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული
კომუნიკაციის უნარი;
ჩამოუყალიბდეს დადებითი განწყობილება ენობრივ-კულტურული
მრავალფეროვნების მიმართ და გააცნობიეროს იგი, როგორც სამყაროს
მრავალფეროვნების კერძო გამოვლინება;
განუვითარდეს განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების
გაგების უნარი;

დაწყებით საფეხურზე სწავლების მთავარი ამოცანაა მოსწავლის ინტერესის
სტიმულირება, მოტივაციის გაძლიერება: მოზარდებმა უნდა შეიყვარონ ენის სწავლის
პროცესი და თვით უცხოური ენა და კულტურა. სწავლის პროცესში წარუმატებლობის,
მარცხის განცდა უნდა გამოირიცხოს. ამისათვის სწავლების მეთოდიკამ უნდა
გაითვალისწინოს მოსწავლეთა ფსიქიკური განვითარების თავისებურებები და
გამოიყენოს სწავლების შესატყვისი ხერხები.